LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილი „ტრამპის ორგანიზაცია“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო

147
ყტკტყ

ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის კუთვნილი Trump Organization-ის ორი კომპანია საგადასახადო თაღლითობაში და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაში დამნაშავედ ცნო.

როგორც „ბიბისი“ წერს, ორდღიანი განხილვის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის ყველა ბრალდება, რომელიც უკავშირდება 15 წლის განმავლობაში საგადასახადო სამსახურების მოტყუებას და საქმიანი დოკუმენტაციის გაყალბებას. კომპანიას 1.6 მილიონი დოლარის ჯარიმა ემუქრება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იანვარში მიიღებს.

„13 წლის განმავლობაში Trump Corporation დაTrump Payroll Corporation სარგებლობდნენ დაუსჯელი სქემით, რომელიც მაღალი დონის ხელმძღვანელებს აჯილდოებდა გულუხვი პრივილეგიებითა და კომპენსაციებით, მიზანმიმართულად მალავდა შეღავათებს საგადასახადო ორგანოებისგან“, – განაცხადა მანჰეტენის ოლქის პროკურორმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

სასამართლო პროცესის დროს არც ტრამპი და არც მისი ოჯახის წევრები ბრალდებულები არ ყოფილან.

ტრამპის იურისტთა ჯგუფი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები