სარემონტო მასლების საბითუმო მაღაზიათა ქსელმა „ნიუ დიზაინი“ იტალიელ დიზაინერს ეჯიდიო ფრედის უმასპინძლა.
16 მაისს ეჯიდიო ფრედიმ ჩაატარა სემინარი, სადაც ქართველ დიზაინერებსა და არქიტექტორებს წარუდგინა თავის მიერ შექმნილი უნიკალური კოლექციები. როგორც „ნიუ დიზაინში“ აცხადებენ, იტალიელი დიზაინერის მიერ ჩატარებული სემინარი ფრიად საინტერესო აღმოჩნდა, მან წარადგინა ელეგანტური და დახვეწილი კლასიკური თემები, რომლებიც თანამედროვე აქცენტით აქვს გადმოტანილი უახლეს კოლექციებში.
„მხოლოდ „ნიუ დიზაინში“ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ავტომობილი „ლამბორგინის“ ბრენდის შპალერი, რომელიც შექმნილია ევროპაში წამყვანი უმსხვილესი ჯგუფის „ზამბაიტი პარატისა“ და ავტომობილი „ლამბორგინის“ ერთობლივი გამოცდილების შედეგად. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მთელი წლის განმავლობაში უამრავ საინტერესო სიახლეს ვთავაზობთ მომხმარებელს. ძალიან მალე შპალერების გვერდით ჩვენს შოურუმებში გამოჩნდება „ლამბორგინის“ ბრენდის კერამიკული ფილებიც“, – აცხადებენ სარემონტო მასლების საბითუმო მაღაზიათა ქსელში.
მათივე ინფორმაციით, „ნიუ დიზაინი“ სთავაზობს მომხმარებელს სარემონტო მასალების ფართო არჩევანს – ერთ სივრცეშია მოქცეული ევროპის წამყვანი ბრენდების სარემონტო მასალები, რომლებიც სრულიად აკმაყოფილებენ საერთაშორისო მოთხოვნებსა და სტანდარტებს. „ნიუ დიზაინი“ – ეს არის კომპანია, ვისთვისაც ხარისხი და ფასი პრიორიტეტია.
აღსანიშნავია, რომ იტალიელ დიზაინერ ეჯიდიო ფრედისთან ერთად, „ნიუ დიზაინს“ სტუმრობდნენ „ზამბაიტი ჯგუფის“ ექსპორტის მენეჯერები: რენატო დელია და ალეკსეი პლახუტა.
შეგახსენებთ, სარემონტო მასალების სავაჭრო ცენტრი „ნიუ დიზაინი” ქართულ ბაზარზე 2004 წელს გამოჩნდა და ამ დროისთვის ფილიალებს თბილისში, ახალციხეში, ქუთაისსა და რუსთავში ფლობს.