2018 წლის Nissan X-Trail ძაღლების გადაყვანისთვის ახალ მოწყობილობას მიიღებს. Paw Pack ავტომობილის საბარგულში ძაღლის კომფორტულად გადაყვანას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელებს ოფცია 599 ფუნტი სტერლინგი დაუჯდებათ. ავტომობილის მფლობელებს ძაღლის ბალიშის გამწმენდი აპარატი, ჭურჭელი და წყლის დასალევიც გაახარებთ, რომლის დაქცევასაც ცხოველი ვერ მოახერხებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ოფცია Paw Pack კონცეპტუალურ ყველგანმავალს, Nissan X-Trail 4Dogs–ს ეფუძნება, რომელიც ჯერ კიდევ თებერვალში გამოჩნდა.
ანალოგიური კონცეპტი აშშ–ში Nissan Rogue Dogue–ის სახელით წარმოადგინეს. ნისანის ბრიტანული ოფისის მენეჯერი, გრანდ რიჩარდსი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ მათი კლიენტებისთვის ძაღლები ოჯახის წევრებივით არიან, ამიტომ ასეთი ფუნქცია მოთხოვნადი იქნება. ახალი Nissan X-Trail–ის საბაზო ვერსია ბრიტანეთში 23 385 ფუნტი სტერლინგი ღირს.