ორგანიზაცია Latin NCAP-მ, რომელიც ავტომობილების უსაფრთხოების ტესტებს სამხრეთ კორეის ბაზრისთვის ატარებს, Nissan Murano-ს ქრაშ ტესტების შედეგები გამოაქვეყნა. ქროსოვერმა ხუთიდან ორი ვარსკვლავი დააგროვა, რადგან ფრონტალური შეჯახების ტესტი ჩააგდო.
Latin NCAP-ის ფრონტალური შეჯახების ტესტის მეთოდოლოგია იგივეა, რაც Euro NCAP-ის შემთხვევაში, ეს არის შეჯახება ბარიერთან 64 კილომეტრ/საათი სიჩქარით. ორგანიზაციაში Nissan Murano-ს კონსტრუქციის სერიოზული დეფორმაცია დააფიქსირეს და მძღოლისთვის საფრთხის მაღალი რისკი აღნიშნეს, განსაკუთრებით გულმკერდისა და ფეხების ტრამვის საშიშროება. ასევე, არასაკმარისად არის დაცული წინა მგზავრიც – მანეკენმა მუხლების სერიოზული დაზიანება მიიღო.
დანარჩენი ტესტები ქროსოვერმა მაღალ ქულებზე ჩააბარა, თუმცა, ფრონტალური შეჯახების ტესტის ჩავარდნამ საერთო შედეგზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.
2015 წლის გაზაფხულზე Nissan Murano-მ აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის ქრაშ ტესტი წარმატებით ჩააბარა და უმაღლესი შეფასება Top Safery Pick+ მიიღო, ამასთან, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ამერიკას Nissan Murano ერთი და იგივე ქარხნიდან, მისისიპიდან მიეწოდება.