კომპანია Nissan-ი 2026 წლიდან ყველაზე პატარა, ავტოპილოტიანი მოდელის გამოშვებას გეგმავს, რომელიც სისტემა – ProPilot-ზე იმუშავებს. ამის შესახებ გამოცემა Autocar-თან Nissan-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტიუარტ კალეგარმა განაცხადა:
,,ამ მომენტისთვის B სეგმენტისთვის განკუთვნილი ავტომობილები ტექნიკური მახასიათებლების შერჩევით ეტაპს გადიან, სწორად გათვლილი დეტალებით, ჩვენ შეგვეძლება ავტოპილოტის სისტემა შედარებით პატარა ავტომობილებშიც ჩავაშენოთ.’’ – განაცხადა კალეგარმა.
Nissan-ის საავტორო ავტოპილოტის სისტემა – ProPilot პირველად მინივენ – Serena-ში გამოჩნდა. ფუნქცია კამერის მეშვეობით მუშაობს. ავტოპილოტი არეგულირებს საჭის მოძრაობას, აქსელერატორსა და მუხრუჭებს. სისტემა არც მეტი, არც ნაკლები 30-დან 100 კმ/სთ სიჩქარის დიაპაზონით რეაგირებს.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმას:
2017 წელს, Nissan-ი ProPilot-ს ევროპულ მოდელში – ქროსოვერ Qashqai-ში ჩააშენებს, ასევე 2018 წელს სისტემა ქროსოვერების მეორე თაობის მოდელებშიც გამოჩნდება. 2020 წლისთვის კი ProPilot-ი, სავარაუდო ვერსიით 3.0, უკვე საქალაქთაშორისო გადაადგილებებისთვის შექმნილ მოდელებისთვისაც თავსებადი იქნება.