LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა Titan-ის პიკაპი სერფერების სახლად გადააქცია

62

Nissan-მა Titan-ის პიკაპი სერფერების სახლად გადააქცია. იაპონურმა ავტომწარმოებელმა საინტერესო მოდიფიკაცია Titan Surfcamp წარმოადგინა. სიახლე თევზაობისა და სერფინგით დაკავებისთვის საჭირო მთელი ატრიბუტიკითაა აღჭურვილი და ის სპეციალურად აქტიური დასვენებისთვისაა განკუთვნილი.

მოდელი ფაქტობრივად, ბორბლებიან სახლად გადააქციეს და მასში ცხოვრება საკმაოდ კომფორტულია.  Titan Surfcamp-ის ბაზად ინჟინერებმა დიზელის Titan XD შეარჩიეს. საკმაოდ მძიმე პიკაპს, რომელშიც 5 ადამიანი ეტევა, 5,0 ლიტრიანი V8 Cummins ძრავი ჩაუმონტაჟეს და მას 310 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. „სერფერთა სახლის“ უკანა ნაწილი მთლიანად საწყობადაა ქცეული და სერფინგის დაფისა და სათევზაო ატრიბუტიკის შესანახად საჭირო ადგილია გამოყოფილი. გარდა ამისა, სიახლეს მაცივარი, მზის ელემენტებზე მომუშავე შხაპი, კარავი და კომფორტული ძილისთვის საჭირო ნივთებიც მოყვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები