LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა სამკუთხა სპორტქარი წარადგინა

41

კომპანია Nissan-მა სპორტქარების სერიაში ახალი სამკუთხა მოდელი წარადგინა, რომელიც კონცეპტ-ქარის BladeGlider-ის ახალი ვერსიის მიხედვით აიგო. ავტომობილის პირველი ვარიანტი ჯერ კიდევ 2013 წელს ტოკიოს ავტოსალონზე გამოჩნდა, განსხვავებით მეორე ვარიანტისგან, რომელიც ახლახან გამოვიდა ასპარეზზე და პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, შედარებით უფრო დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

ავტომობილის მთავარი ღირსება დრიფტ-რეჟიმია. ,,ლამაზმანის’’ პრემიერა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე შედგება.

მწარმოებელმა ახალ მოდელს დახვეწილი პროტოტიპი უწოდა. მოდელის დიზაინიც და შიგთავსიც Nissan-ისა და Formula 1-ის თანამშრომლობით განისაზღვრა და კომპანია Williams Advanced Engineering-ის დახმარებით დამზადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები