LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ის კაფეში ყავას ელექტროენერგიის სანაცვლოდ ყიდდნენ

10

კომპანია Nissan-მა პარიზში კაფე გახსნა, სადაც სტუმრები ელექტროენერგიით ახდენდნენ ანგარიშსწორებას. Nissan Electric Cafe-ს სტუმრებს სასმელის სანაცვლოდ ელექტროენერგიის გამომუშავება თავად უწევდათ.

WeWatt-ის წარმოების ბარის სკამებზე ყავის მირთმევისას ადამიანები თან სატერფულებს ატრიალებდნენ. ფოტოს სანაცვლოდ კი Pavegen-ის სპეციალურ ფილებზე ხტუნვა იყო საჭირო.

კაფე 16-18 დეკემბერს ფუნქციონირებდა და ის ელექტრომობილ Leaf-ების საერთო გარბენს – სამ მილიარდ კილომეტრს მიეძღვნა. Nissan-ის დაანგარიშებით, ელექტრომობილებმა მთელს მსოფლიოში მავნე გამონაბოლქვი 500 მილიონი კილოგრამით შემცირდა.

Nissan Leaf 109 ძალიანი ელექტროძრავით არის აღჭურვილი და ერთი დატენვით 250 კილომეტრის გავლა შეუძლია. ახალი თაობის მოდელის სვლის მარაგი როგორც მოსალოდნელია, 400 კილომეტრი გახდება.

დღეისათვის Nissan-ს 275 000 Leaf-ი აქვს გაყიდული, მოდელი 2010 წლიდან არის ბაზარზე წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები