LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ის ახალი სისტემა: ავტომობილში ბავშვი აღარ დაგრჩებათ

49

კომპანია Nissan-მა უსაფრთხოების ახალი სისტემა შეიმუშავა, რომელმაც სახელწოდება Rear Door Alert (RDA) მიიღო. სისტემა მაშინ გააქტიურდება, თუკი მძღოლს ავტომობილიდან გადასვლისას, უკანა რიგში ადამიანი ან ნივთი „დარჩება”.

თუ მძღოლი მგზავრობის დაწყებამდე უკანა კარს გამოაღებს, სისტემა ამას დაიმახსოვრებს, გზის დასრულების შემდეგ კი, თუ მძღოლი ავტომობილიდან გადავა და უკანა რიგს არ შეამოწმებს, სიახლე მძღოლს შეახსენებს შეამოწმოს სალონი.

თავდაპირველად, შეტყობინება ბორტკომპიუტერის ეკრანზე გამოვა, მოგვიანებით კი თუკი უკანა კარი არ გაიღება, ავტომობილი დასიგნალებას დაიწყებს.

Nissan-ის ახალი ფუნქცია მართვადია და მძღოლს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ეკრანზე გამოტანილი შეტყობინება, ან სულაც შეუძლია გამორთოს.

სექტემბრიდან სიახლე ყველგანმავალ Pathfinder-ზე გამოჩნდება, მოგვიანებით კი მას იაპონური ავტომწარმოებლის სხვა მოდელებზეც განათავსებენ.

CNN-ის ინფორმაციით, ამა წლის ივლისის განმავლობაში აშშ-ში სიცხეში ავტომობილის უკანა სავარძელზე დატოვებული ბავშვების სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. აქედან მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში 11 ბავშვი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები