LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ის 6 ადგილიანმა ყველგანმავალმა შვიდი ეკრანი და თევზი მიიღო (ვიდეო)

39

კომპანია Nissan-მა დეტროიტის მოტორშოუზე კონცეპტუალური ქროსოვერი Xmotion წარმოადგინა, რომელიც წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს მარკის მომავალი კომპაქტური ყველგანმავალი. პროტოტიპმა შვიდი სენსორული დისპლეი და პერსონალური დამხმარე მიიღო, რომელიც დეკორატიული თევზის სახით არის წარმოდგენილი.

პროტოტიპი Xmotion 6 ადგილიანი ქროსოვერია სავარძლების სამი რიგით. კონცეპტმა 21 დიუიმიანი დისკები, სახურავზე გამოსაწევი საბარგული და უკანა ფარები ნახატებით მიიღო, რომელიც იაპონელი ოსტატების ხეზე ნამუშევარს გავს.

„ხის“ თემატიკა სალონშიც გრძელდება. ხისგან არის დამზადებული სავარძლებს შორის არსებული ცენტრალური „გვირაბი“ – ადგილი სადაც გადაცემათა კოლოფია მოთავსებული. ის „კანავა ცუგის“ ტექნიკით არის გაკეთებული, რაც ხის ნაწილების წებოს გარეშე შეერთებას ნიშნავს და ამ მეთოდს ტაძრების მშენებლობისას იყენებენ.

„გვირაბი” კლასიკური იაპონური პეიზაჟების მსგავსად, ავტორების ჩანაფიქრით, მდინარეზე გადებულ ხიდს უნდა გვაგონებდეს, ის ხის წინა პანელს ერწყმის, შემდეგ კი ფუტურისტული მოწყობილობათა პანელი მოდის.

სულ ინტერიერში შვიდი ეკრანია გამოყენებული, მათ შორის უკანა ხედვის სარკის ნაცვლადაც. ყველა მულტიმედიური ფუნქცია ჟესტებისა და ხმოვანი ბრძანებების საშუალებით იმართება.

ავტომობილი თითის ანაბეჭდით იქოქება. ამის შემდეგ ცენტრალურ ეკრანზე ვირტუალური თევზი „ხტება“ – ასე გამოსახა ნისანმა ელექტრონული დამხმარე. ის მძღოლს ავტოპილოტის რეჟიმისას ეხმარება. ჩაეშვება თუ არა ავტომობილი სერიულ წარმოებაში, უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები