LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-ი ოლიმპიურ ჩემპიონს ოქროსფერ ელექტროქარს გადასცემს

21

კომპანია Nissan-ი ყველა იმ ბრიტანელ სპორტსმენს, რომელიც რიოს ოლიმპიურ ჩემპიონატში სპორტის რომელიმე სახეობაში გამარჯვებულის ტიტულს მოიპოვებს, ოქროს მედლებს და მოოქროვილ ელექტროქარს Leaf-ს გადასცემს. პირველად ასეთი მოდელი ლონდონის ავტოსალონში გამოჩნდა.

მოოქროვილი ელექტროქარები მხოლოდ იმ სპორტსმენებს გადაეცემათ, რომლებიც Nissan-ის მიერ დაფინანსდნენ. ამ ეტაპზე ავტომწარმოებელი მხოლოდ 16 მათგანს აფინანსებს. ელექტრო ქარის კარზე და უკანა ბამპერზე დატანილია წარწერა ,,Rio 2016 Gold Medalist” (რიო 2016-ის ოქროს მედალოსანი)

აღნიშნული მოდელის არაოლიმპიური ვერსია Nissan-მა წინ წელს წარმოადგინა, კოდური სახელით – Leaf. ჰეჩბექი გამორჩეული იყო მისი კომპაქტურობითა და ლამაზი დიზაინით, ასევე ბატარეების ხანგრძლივობით, რომელიც 30 კვ/სთ-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, მოდელი აღჭურვილი იქნა 109 სიძლიერის ელექტროძრავით, რომელიც წარმადობით მისი კლასის მოდელებს არ ჩამოუვარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები