კომპანია Nissan ელექტროფიკაციას აჩქარებს და 19 „ელემენტიან“ სიახლეს ამზადებს. ახალი გეგმის მიხედვით, 2026 წლისთვის ევროპის მასშტაბით გაყიდული Nissan-ის ავტომობილების 98% ელექტრონული უნდა იყოს, აქამდე კი ეს გეგმა მხოლოდ 75%-ს მოიცავდა. მშობლიურ იაპონიაში იმავე ვადაში Nissans-ს ელექტროქარების გაყიდვის მაჩვენებლის 58%-მდე გაზრდა სურს, ანუ გეგმა 3%-ით უფრო მეტია ვიდრე 2021 წელს სახელდებოდა. ამასთან, ბრენდი ახალი მოდელების სეგმენტის გაფართოებაზეც სერიოზულად ფიქრობს.
Tesla-სა და Volkswagen-ის დაწევის სურვილმა Nissan-ი აიძულა, რომ „მწვანე“ სეგმენტში 14,7 მილიარდი დოლარი დაებანდებინა. 2030 წლისთვის კონცერნი 27 ახალ ელექტრიფიცირებულ მოდელს გამოუშვებს და მათ რიცხვში 19 „სუფთა“ ელექტროქარი იქნება.