ლეონარდო დიკაპრიო და მისი მეგობარი გოგო, ვიტორია ჩერეტი სანტა-მონიკაში მდებარე ვარსკვლავურ რესტორანში, Giorgio Bald-ში სავახშმოდ მიმავალნი გადაიღეს. მათ ისეთ მსახიობებთან გაატარეს საღამო, როგორებიც შონ პენი და რობერტ დე ბირო არიან. ეს უკანასკნელი თავის შეყვარებულთან, ტიფანი ჩანთან ერთად მივიდა რესტორანში.
80 წლის რობერტ დე ნირო და 45 წლის ტიფანი ჩანი დაქორწინებას არ ჩქარობენ – წყვილის უახლესი ფოტოები
აღსანიშნავია, რომ ეს 49 წლის დიკაპრიოს პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც მედიაში მისი და ვიტორიას ნიშნობის შესახებ გავრცელდა ცნობები.
ლეო პაპარაცების დანახვისას განსაკუთრებულად უცნაურად იქცეოდა, შავი პირბადით შენიღბული მსახიობი სახეს მალავდა და შენობაში შესვლას ჩქარობდა.
ცნობისთვის, ლეონარდო დოკაპრიო და მისი შეყვარებული, ვიტორია ჩერეტი ლოს-ანჯელესში, რესტორანში წახემსების დროს გადაღეს. 25 წლის მოდელს თითზე უზარმაზარი ნიშნობის ბეჭედი ეკეთა და მას აშკარა დემონსტრირებას უკეთებდა.