LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიშნავს თუ არა კორონავირუსით ინფიცირება დაავადებას: მაია ბუწაშვილის განმარტება

282
befunky-collage-5-2020-10-31-12-26-39-478697

ნიშნავს თუ არა, კორონავირუსით ინფიცირება დაავადებას. თუ, ადამიანს სიმპტომები არა აქვს და PCR ტესტით დადებითია, ის არის უბრალოდ ინფიცირებული და მას არა აქვს დაავადება კოვიდი?! ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამის შესახებ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს ავრცელებს და განმარტავს, რომ:

”სინამდვილეში ასეთი განსაზღვრება არ არსებობს. ყველა ადამიანი, ვისაც ლაბორატორიულად დაუდასტურდება კორონავირუსით ინფექცია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გამოხატული სიმპტომები კვალიფიცირდება, როგორც კოვიდის დიაგნოზის მქონე. ასეთი გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს. მეტიც, შეიძლება კლინიკურად პაციენტი უსიმპტომო იყოს და რადიოლოგიურად აღენიშნებოდეს კოვიდისთვის დამახასიათებელი პნევმონიის სურათი”.

ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ უსიმპტომო მიმდინარეობა, კოვიდის ერთ-ერთი ფორმაა.

“შეგახსენებთ, რომ კოვიდის მიმდინარეობა შეიძლება იყოს უსიმპტომო, მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე და კრიტიკული. აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაიტანენ კოვიდს და შემდეგ დიდხანს PCR ტესტი რჩებათ დადებითი. ასეთ დროს, როგორც ვიცით ტესტი უბრალოდ იჭერს ვირუსის ფრაგმენტებს და ასეთი ადამიანი აღარ არის დაავადებული და არც გადამდები”, – წერს ინფექციონისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები