გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქრო იმ დროს ნახეს, როდესაც მოქალაქე პირველადი გადამუშავების პროდუქტის – ფიცრის გადამუშავებას უკანონოდ ახდენდა. სახერხი დანადგარი დაილუქა.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოში გადაიგზავნება.