LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინოწმინდაში ქართულ სკოლას საკუთარი შენობა აღარ აქვს

131

ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში ქართულ სკოლას საკუთარი შენობა აღარ აქვს. იქ, სადაც სომხური და რუსული სკოლები ცალ-ცალკე არსებობს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულენოვანი მოსწავლეებისთვის შენობა ვერ მოიძებნა. ბავშვებს რუსული სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში უწევთ სწავლა.

გორელოვკაში მცხოვრები უკმაყოფილო მშობლების პრეტენზიებს ადგილობრივ რესურს ცენტრში უსაფუძვლოს უწოდებენ. გორელოვკის ქართულ სკოლაში სულ 60-მდე მოსწავლე ირიცხება. მშობლების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ატესტატის აღება დამამთავრებელი კლასის სამოცდაათმა პროცენტმა ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები