უბედური შემთხვევა მოხდა ნინოწმინდაში, სოფელ ხანჩალში.
გაზის გამათბობლის აფეთქების შედეგად 75 წლის ქალი დაიღუპა.
საპატრულო ეკიპაჟსა და სამედიცინო ბრიგადას ხანშიშესული ქალბატონი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი გათბობის სისტემიდან ცხელი წყლის გამსვლელი დაკეტილი ონკანი გახდა, რამაც რეზერვუარში წნევის დაგროვება და აფეთქება გამოიწვია.