მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წირვას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. სიონში იმყოფებიან, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და დედაქალაქის მერი.
სიონში საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით გამობრძანებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და მორწმუნეებს მისი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.