საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე გადაცემას „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ სტუმრობდა.
როგორც გადაცემის წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სტუმრები, მათ შორის ნინო ზამბახიძე, მათი არასტანდარტული ისტორიების გამო შეარჩია. ნინო ზამბახიძემ გადაცემაში ისაუბრა იმაზე, თუ რამ მიაღებინა დედაქალაქიდან სოფელში წასვლის გადაწყვეტილება.
„ასეთი ისტორია მქონდა. ჩემი შვილი რძის პროდუქტით მოიწამლა. ერთი ქალი გვყავდა, რომელიც რძის პროდუქტით გვამარაგებდა, თუმცა სამწუხაროდ, გარდაიცვალა. დედაჩემი სულ მეუბნებოდა, მინდა შვილს ხარისხიანი პროდუქტი მოვუტანო. არადა, არ სოფელი მაქვს და საერთოდ, ნანახიც არ მქონდა.
ამას დაემთხვა ის ფაქტი, რომ ჩემი ბიზნესპარტნიორი ახალციხეში წავიდა სათევზაოდ. ამას რომ ვყვები, ეცინებათ. მოკლედ, დალია და იყიდა ორი ძროხა. ნასვამმა დამირეკა და მითხრა.. მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი სოფელში წასვლის თემა.
აქედან წამოვიდა იდეა, რომ რა პრობლემაც მქონდა, სხვის შვილებს არ შეჰქმნოდა და დამეწყო სოფლის მეურნეობა. ეს ხდება 2007 წელს.
მოკლედ, 8 წელი გადავედი და ვიცხოვრე სოფელში.. მაშინ ძალიან მაქილიკებდნენ და რაღაც კუთხით გული მწყდებოდა.. როდესაც გადავწყვიტე სოფელში გადავსულიყავი ყველაფერი დამრბალდა გარდა იმისა, რომ მე მინდოდა ხარისხიანი პროდუქტის წარმოება. მაგალითად, ვიღაცის საყვარელი ვიყავი, ვიღაც მაღალჩინოსანი იყო ჩემი ბიზნესის უკან, თან არკვევდნენ, რა მივქარე თბილისში ისეთი, რომ წავედი სოფელში.
რადგან გადავწყვიტე ეს საქმე ბიზნესად მექცია, ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, მომიწია მე თვითონ მესწავლა, რადგან არავინ იცოდა, სახლში წარმოებული პროდუქტი როგორ გადაგეტანა ინდუსტრიაში.. მაშინ იღბლიანი აღმოვჩნდი, პროექტზე განაცხადი შევიტანე და მოვიგე 125 ათასი დოლარი..
“მეუღლეს დავშორდი, მაგრამ უკან რომ დამაბრუნო იგივეს ვიზამდი ”, – ნინო ზამბახიძე.
“8 წელი გადავედი და ვიცხოვრე სოფელში, იქ წასვლიდან მალევე მეუღლეს დავშორდი, მაგრამ უკან რომ დამაბრუნო იგივეს ვიზამდი ”, – ნინო ზამბახიძე (სრული ვიდეო).
გადაცემა სრულად ?? https://www.youtube.com/watch?v=PmFtq1xT6s8
⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:
https://instagram.com/nanukashow
? ნანუკას ?????? გვერდი:@nanukashow
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show on Wednesday, 17 May 2023
ისე მოხდა, რომ რძის გადამამუშავებელი საწარმო გავაკეთე, ამას მოჰყვა ვაშლის ბაღები, ძროხების შემოყვანა..
იქ წასვლიდან მალევე, სადღაც 1 წელიწადში მეუღლეს დავშორდი, რადგან ძალიან შეიცვალა ჩვენი ღირებულებები, მაგრამ უკან რომ დამაბრუნო იგივეს ვიზამდი..“, – თქვა ნინო ზამბახიძემ.