გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს ხელმძღვანელი, უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მე-2 მოსმენით მიღებას ეხმაურება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და წერს, რომ ქალთა ლიგის მოხალისეობრივი კურსის ფარგლებში, ქალ პარლამენტარებს გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონის ტრენერებმა სამხედრო და სამოქალაქო მომზადების კურსი ჩაუტარეს.
„თავდაცვის ახალი კოდექსი ორი მოსმენით მიღებულია.
გასულ კვირას ქალთა ლიგის მოხალისეობრივი კურსის ფარგლებში ქალი პარლამენტარები, აპარატის წევრები და სტუდენტები საველე გასვლითზე ვიმყოფებით, სადაც გენერალ მაზნიაშვილის ლეგიონის ტრენერებმა სამხედრო და სამოქალაქო მომზადების კურსი ჩაგვიტარეს
„წვევამდელთა ჯარი ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო“ – ვის გაიწვევენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში
„საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის და როგორც რუსეთის აგრესიის პირდაპირი სამიზნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თავდაცვა იყოს ყველა მოქალაქის ვალდებულება.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს, რომელმაც ეს დღე ჩვენთან ერთად გაატარა და გაგვიზიარა თავისი ძალიან საინტერესო გამოცდილება“, – წერს ნინო წილოსანი.