Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ნინო წილოსანი: მინდა მივმართო საზოგადოებას, ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეთ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: მინდა მივმართო საზოგადოებას, ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით, რომ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეთ

143
ნინო წილოსანი

ოპოზიცია ყველა ძალას გამოიყენებს, რადგან ამ კანონის მიღების შემდეგ მათ შავ ფულზე წვდომა უწყდებათ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებში არის რაღაც კლანური ნაწილი, სადაც არც ხელმძღვანელი და არც შემადგენლობა იცვლება. რეალური კლანის დამახასიათებელი თვისებები აქვთ და ზუსტად ეს ადამიანები და თავად პოლიტიკოსებიც კარგავენ დაფინანსებას. კონკრეტული შემთხვევები გვაქვს, რომ დაფინანსების რაღაც ნაწილი მიდის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც პოლიტიკოსებს აქვთ შექმნილი. არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, ზოგადად, საერთაშორისო პრინციპებით, ქვეყნის პოლიტიკაში უცხოური დაფინანსება აკრძალულია, ეს არის პირდაპირი ჩარევა შენს შიდა პოლიტიკაში. ზუსტად ამგვარ დაფინანსებასთან გვაქვს საქმე.

მინდა მივმართო საზოგადოებას, თუ რაიმე კითხვები რჩება, ყველანაირ ინფორმაციას მოგაწვდით იმისთვის, რომ შავი ფულის გამათეთრებლებში და ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდეთ და არ აჰყვეთ პროვოკაციას, რომელიც საზოგადოების დახლეჩისკენ არის მიმართული“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები