LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო შარაშენიძე: სააკაშვილს პერიოდულად აქვს საერთო სისუსტე, ჯერ კიდევ სჭირდება მედიკამენტოზური ჩართულობა, განსაკუთრებული ჩივილი არ წარმოუდგენია

473
ნინო შარაშენიძე

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრის, ნინო შარაშენიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს პერიოდულად აქვს საერთო სისუსტე. მისივე თქმით, გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას. აღნიშნულის შესახებ შარაშენიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ისაუბრა.

„გავსინჯეთ პაციენტი. ზოგადი თერაპიული სტატუსი არის სტაბილური. აქვს პერიოდულად საერთო სისუსტე, რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი ხდება მისი ემოციური ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ. გუშინ იყო არტერიული წნევის მომატების ეპიზოდი, რაც მალე დარეგულირდა. იღებს საკვებს ფიზიოლოგიურად. აქვს კვების რეჟიმი.

გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას და იღებს მედიკამენტებს. რაიმე განსაკუთრებული ჩივილი არ წარმოუდგენია. ვისაუბრეთ, გვითხრა თუ რა პრობლემა ჰქონდა. გავაცანით ჩვენი მოქმედების ტაქტიკა.

ჩვენი ყოველდღიური ჩართულობა, სავარაუდოდ საჭირო არ არის. რა თქმა უნდა, პირველივე აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვცხადდებით. ყოველ ხუთ დღეში აუცილებლად ვნახავთ. საჭიროების შემთხვევაში, დღეში ორჯერაც“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

მანვე უპასუხა კითხვას, „სხვადასხვა კონსილიუმის წევრი ექიმების შეფასება თუ ემთხვევა ერთმანეთს“. „არ მგონია, ორი სხვადასხვა ექიმის შეხედულება განსხვავებული იყოს, თუ ეს შეხედულება არ იქნება სხვანაირად მოტივირებული“, – განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

რაც შეეხება სამედიცინო დასკვნას, როგორც შარაშენიძე ამბობს, დასკვნა როდესაც მომზადდება საზოგადოებას გააცნობენ.

„სამედიცინო დასკვნა როდესაც დაიწერება, შემდეგ შეჯერდება მის მკურნალ ექიმთან და გაგაცნობთ. წინასწარ თქმა, რა დრო დასჭირდება მკურნალობას, რთულია“, – აღნიშნა შარაშენიძემ.

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტლის შემდეგ, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დააბრუნებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები