LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სამყურაშვილმა კოვიდი დაამარცხა: „გაივლის გაციების სიმპტომები და შემდეგ პოსტკოვიდი იწყება, რომელიც ისე გაჯანჯღარებს – რა უფრო ჯობდა, ვერ ხვდები…“

174
272312176-796154044675876-182781820490752617-n

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ნინო სამყურაშვილმა კოვიდი დაამარცხა და საკუთარი გამოცდილებას ფართო აუდიტორიას უზიარებს სტატუსით, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:

„#Covid Free

კორონავირუსის 60%  თუ მეტი არა – სტრესი და ნერვების ომია…

ვერაგი ვირუსია – რაც იმაში გამოიხატება, რომ დადის, მეტიც, დაწანწალებს ორგანიზმში. გაცლის ენერგიასა და ძალას. გაივლის გაციების სიმპტომები და შემდეგ პოსტკოვიდი იწყება, რომელიც ისე გაჯანჯღარებს – რა უფრო ჯობდა, ვერ ხვდები… ზურგის ტკივილს, გულის ფრიალი ენაცვლება, გულის ფრიალს – სისუსტე, სისუსტეს  – თავბრუსხვევა. ერთი გაივლის, მერე მეორე წრე იწყება და ასე დაუსრულებლად…

ბავშვობის ასეთი ამბავი მახსენდებოდა სულ ამ დღეებში: ერთი ქალი ჩხუბობდა რძალზე – ყველაფერს იტკიებს, რომ ყურადღება მიიქციოსო და ოჯახში ყველა მას შევციცინებდეთ თვალებშიო, დედაჩემს გადავეკიდე, მითხარი, ეგ როგორ არის, ყველაფერი როგორ სტკივა – რძალი იტყუება თუ დედამთილი-მეთქი? აი, კორონას დროს გემართება ზუსტად ასე – ოღონდ ყურადღების მისაქცევად კი არ გტკივა რაღაცები, მართლა გაწუხებს.

მოკლედ, გაუფრთხილდით თავს!.. ჯანმრთელობას გისურვებთ…

აიცერით???? რომ არა „ფაიზერი“, ბევრად მძიმე იქნებოდა „ომიკრონთან“ ბრძოლაცა და მისი დამარცხებაც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები