LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სამყურაშვილი: „ჩემმა ძმისშვილმა ინგლისურში ეროვნულ გამოცდაზე 70-დან 70 ქულა აიღო… დილიდან მეტირება, ამას რომ დედაჩემი, მისი ინგლისურის მასწავლებელი მოსწრებოდა…“

834
ნინო სამყურაშვილი

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი და საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, ნინო სამყურაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მისმა ძმისშვილმა, თიკა სამყურაშვილმა ინგლისურის გამოცდაში 70-დან 70 ქულა აიღო:

„ჩემმა ძმისშვილმა თიკამ ინგლისურში (ეროვნულ გამოცდაზე) 70-დან მაქსიმუმი, ანუ 70 ქულა აიღო, ამაზე დიდი სიხარული არაფერი ყოფილა თურმე, თან მეტირება დილიდან, ამას რომ დედაჩემი, მისი ინგლისური ენის მასწავლებელი ბებია მოსწრებოდა…

ბებიამ, რომელმაც ინგლისურის ანა-ბანა ასწავლა, თან, ძალიან პატარას და თან, ისეთ სიბეჯითეს ითხოვდა ერთი ციცქნა გოგოსგან რომ სულ შენიშვნას ვაძლევდი – პატარაა და ამდენს ნუ ითხოვ თიკასგან-მეთქი…

სადაც ხარ დე, ჩვენო თინა მასწავლებელო, იცოდე, რომ შენ გეძღვნება შენი მოსახელე თიკას ეს წარმატება…

პ.ს. ქართულშიც მაღალი შეფასება მიიღო 60-დან 58 ქულა, მაგრამ ინგლისურის შედეგს ოჯახი განსაკუთრებულად ველოდებოდით.

წარმატება თიკას და ყველა აბიტურიენტს…“

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართულის გამოცდაზე უმაღლესი 60 ქულა მიიღეს: „მთავარია, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების გვჯეროდეს, ვიშრომოთ და ბოლოს შედეგს აუცილებლად ვნახავთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები