LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სალუქვაძის საიუბილეო საღამო და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია

95

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში დოკუმენტური ფილმის „სნაიპერი” პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი ოლიმპიურ ჩემპიონს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს ეძღვნება. რეჟისორი გოგი თორაძე და შემოქმედებითი ჯგუფი ფილმზე 1990 წლიდან მუშაობს. ფილმი აერთიანებს 26 წლიან დოკუმენტურ მასალას ოლიმპიური ჩემპიონის მიღწევების, მისი სპორტული კარიერის შესახებ.

ფილმის პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა ოლიმპიური ჩემპიონის საიუბილეო საღამო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონს იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა:

„ნინო სალუქვაძის კარიერა არის იმის დასტური, როგორ შეიძლება წლების განმავლობაში სტაბილურად იასპარეზო, ასახელო ქვეყანა და იყო წარმატებული. ეს ფილმი სახელმძღვანელო იქნება მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ, ის გამოცდილება, რაც ქალბატონმა ნინომ დააგროვა, სამაგალითო იქნება მომავალი სპორტსმენებისთვის”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები