მსახიობი ნინო ქორიძე ქალიშვილთან, ნატაშა გოგრიჭიანთან ერთად „იმედის“ „დილის შოუს“ ესტუმრა. გადაცემას ისინი თეონა თავართქილაძის მიწვევით ესტუმრნენ, ვინაიდან თურმე თორნიკე გოგრიჭიანისა და ნინო ქორიძის ქალიშვილი დედაზე მეტადაც კი ინტერესდება სილამაზისა და თავის მოვლის თემებით.
ნინო ქორიძე:
დილას უზმოზე აუცილებლად ვსვამ წყალს, ორ ჭიქას. ოცი წუთის მერე ვსაუზმობ. შემდეგ კი ვცდილობ, სახლის პირობებში მსუბუქი ვარჯიში გავაკეთო. დღის განმავლობაში ვცდილობ, ორი ლიტრი წყალი მაინც დავლიო, ეს სასიამოვნოა, რადგან მიყვარს. ასევე ვსეირნობ ფეხით. რიტუალივით ბევრი რამ არ მახასიათებს. სახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გავაკეთე ის, რომ ხუთი წელია, სიგარეტს აღარ ვეწევი.
ნატაშა:
მე დავანებებინე თავი სიგარეტს, ჩემი თხოვნით დაანება თავი.
ნინო:
სახისთვის ასევე ვიყენებ სახის საპონს, ტონიკს და დამატენიანებელს. ვცდილობ, ამას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდეს. ყოველდღიურად დეკორატიულ კოსმეტიკას არ ვხმარობ. იშვიათად ვიყენებ ტონალურს, მომწონს ფერადი ჩრდილები. ნატაშა ხატავს და მაკიაჟიც საინტერესოა მისთვის, ის მიკეთებს ხოლმე და ატარებს ექსპერიმენტებს.