LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძემ მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

182
RIAN-3144426.HR-.ru-

მომღერალმა ნინო ქათამაძემ მოსკოვში 2020 წლის 27 მარტს დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ მოსკოვის საკონცერტო დარბაზის Vegas City Hall-ის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, რუსული სააგენტოები წერენ. 

ნინო ქათამაძე შესაძლოა, რუსეთში აღარ შეუშვან

„რია ნოვისტის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, ალექსეი პუშკოვმა წამოაყენა წინადადება, რუსოფობიური განცხადებების გამო ნინო ქათამაძეს რუსეთში შესვლა აეკრძალოს

“სამწუხაროდ ნინო ქათამაძემ ჩვენთან დაგეგმილი კონცერტი გააუქმა,” – განაცხადეს Vegas City Hall-ის წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ნინო ქათამაძემ განაცხადა, რომ აღარასდროს ჩაატარებს კონცერტს რუსეთში.

ნინო ქათამაძე აქციის მონაწილეებს – თქვენ ყველაზე მართლები ხართ

ამის გამო, ალექსეი პუშკოვმა წამოაყენა წინადადება, რუსოფობიური განცხადებების გამო ნინო ქათამაძეს რუსეთში შესვლა აეკრძალოს.

ნინო ქათამაძე: რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩემი ქვეყნის მტერი და მაშასადამე ჩემი მტერიც! ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები