კომპოზიტორ მიშა მდინარაძის სიმღერა, რომელსაც ნინო ქათამაძე არაჩვეულებრივად ასრულებს, მომღერალმა გარდაცვლილი კოლეგის, მუსიკოსის, გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილს, ლენოს მიუძღვნა. გიორგიმ თავის სტუდიას სახელი გადაარქვა და ამიერიდან მას, ლენო გვარჯალაძის პატივსაცემად, Leno Records ჰქვია.
სწორედ აქ შეიკრიბნენ გარდაცვლილი გოგონასთვის პატივის მისაგებად მუსიკოსები, მათ შორის ნინოც…
„ჩათვალე, რომ შენი შვილიკოსთვის უკრავ“, ამბობს ვიდეოს დასაწყისში ნინო ქათამაძე.