LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

62

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სამი მედალი მოიპოვა – თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), რომელმაც შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა.

ნინომ გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ირინა ალექსეევას სძლია, შემდეგ კი, ტრადიციულად, წარმატება ქართული ცეკვით აღნიშნა. ნინო ოძელაშვილი პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ფინალი წააგო და ვერცხლს დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაო მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები