კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომ ბოლო მონაცემებით, სააკაშვილის წონა 63 კილოგრამია და ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება.
„ხაჭაპურიძეს დაერიცხა და უმალ ცინცხალი ტყუილი გამოაცხო…11 ივლისის მონაცემებით იყო 66 კგ 200გრ, დავაფიქსირეთ მხოლოდ 66კგ”, – წერს ნინო ნადირაძე.