პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის და კარდიოლოგ ნინო ნადირაძის ოჯახში შარაშან ახალი წელი კურიოზით დაიწყო. ცნობილმა ექიმმა საახალწლო ფეირვერკი არასწორად გაუშვა. იმდროინდელი გამოხმაურებები დღემდე განხილვის თემაა სოციალურ ქსელში.
2020 წლის კურიოზულ ფაქტს ნინო ნადირაძე ეხმაურება სოციალურ ქსელში და იუმორით გვამცნობს, რომ გუგა ხვალაც გაუშვებს ფეიერვერკს, ამჯერად ლაივში.
“მეგობრებო და არამეგობრებო, ხვალ ზუსტად 00:00 ჩავრთავ გუგას გასროლის ლაივს და ვილოცოთ, რომ სწორად ისროლოს!” – წერს ნინო ნადირაძე.