სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშის განხილვა ოფისის ავარიულობაზე საუბრით დაიწყო. როგირც ლომჯარიამ განაცხადა, სახალხო დამცველის ოფისში მუშაობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშია.
სახალხო დამცველმა დეპუტატებს სთხოვა, შესაბამისი სარეაბილიტაციო თანხებისა ან ალტერნატიული ფართის მოძიებაში დახმარება მთავრობასთან დიალოგის კუთხით. ნინო ლომჯარიას განცხადებას საპარლამენტო უმრავლეობის წევრი რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, გარდა იმისა რომ შენობა ავარიულია, სახლხო დამცველის ოფისი არაა ადაპტირებული შშმ პირებზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არაადაპტირებულ გარემოზე საუბრისას არ იგულისხერბა შენობაში შეღწევადობის შეზღუდვა და საუბარია მხოლოდ არაადაპტირებულ გარემოზე.