LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

163
82569479-2620351368002376-2507006555665203200-o

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპარლამენტო დეპუტატებმა სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრის წლის ანგარიში უნდა მოისმინონ, სიტყვიერი შელაპარაკება და კამათია. ამჯერად ერთმანეთს სიტყვიერად იუსტიციის მინისტრი და სახალხო დამცველი დაუპირისპირდნენ.

მინისტრი კომიტეტის სხდომაზე იმაზე საუბრობდა, რომ ომბუდსმენი სნეულ პატიმრებთან ან ყოფილ ძალოვნებთან მოსანახულებლად არ შედის, თუ ეს ადამიანები მამა გიორგი მამალაძე ან მირზა სუბელიანი არ არიან. აღნიშნულმა განცხადებამ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას  გაღიზიანება გამოიწვია. მან იუსტიციის მინისტრი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მან მძიმედ დაავადებული და სიკვდილის პირას მყოფი პატიმარიც არაერთხელ მოინახულა.

“ასეთ თანამშრომლებს ნუ გამომიგზავნით, რომელიც პატიმარს ორჯერ ადუღებინებს ყავას, მიირთმევს მის შოკოლადს და დახეული შარვალი აცვია” – თეა წულუკიანი სახალხო დამცველს (ვიდეო)

სახალხო დამცველმა ამბობს, რომ თეა წულუკიანმა დღევანდელი მოხსენება, პოლიტიკური დებატის ფორმატში გადაიტანა, რაც მისი თქმით, არასწორია.

ხმამაღალი კამათის გამო კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე მოუწოდა მხარეებს სიმშვიდისკენ. ბოლოს კი სოფიო კილაძემ ლომჯარიას და წულუკიანს მიკროფონები გაუთიშა.

“ქალბატონო ნინო, ამას არ ჰქვია პენიტენციალური სამსახური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება, გადახედეთ ტერმინებს” – წულუკიანი ლომჯარიას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები