LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია გვარამიას საქმის მოსამართლის ტრენინგიდან მოხსნაზე – ეს არის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება ამერიკის მთავრობის მხრიდან შეცვლილი პოლიტიკის

117
lomjaria-ax4

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აშშ-ის საელჩოს მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ტრენინგიდან მოხსნა ამერიკის შეცვლილი პოლიტიკის ერთ-ერთ პირველ გამოხატულებად აფასებს.

„წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იყო ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, დამფინანსებელი ქართული მართლმსაჯულების. მათ ბევრი რამ აქვთ გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოში შექმნილიყო და შეიქმნას დამოუკიდებელი და ძლიერი მართლმსაჯულება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორი კრიტიკული განცხადება გააკეთა საელჩომ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით და ზოგადად, როგორ კრიტიკულად აფასებენ ისინი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დონეს ქვეყანაში, მე არ გამოვრიცხავ, რომ მათ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. შესაძლებელია ეს მოხდეს არა ზოგადად სისტემის მიმართ, არამედ, ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ, რომელთა გადაწყვეტილებების მიმართ არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი კანონიერებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევა, თუ დადასტურდა და როგორც ჩანს, სიმართლეა, არის ერთ-ერთი პირველი გამოხატულება ამერიკის მთავრობის მხრიდან შეცვლილი გარკვეული პოლიტიკის”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა – ფორმულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები