ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს, საღამოს 7 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან, ჩავიცვათ საწვიმრები, დავიხუროთ ქოლგები და დავუდგეთ იმ დედებს გვერდით, ვინც შვილებისთვის ითხოვენ წამალს!“ – წერს ნინო ლომჯარია Facebook-ზე.
ცნობისთვის, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან უკვე ექვსი ღამე გაათენეს. ისინი კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.