მსახიობი ნინო ლეჟავა ახლახან დედამთილი გახდა, თუმცა ამ სტატუსს, როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, არ აღიარებს:
„ცხოვრება ჩვეულ რიტმში მიედინება. სიახლეს მადლიერებით უნდა შეხვდე, მაგრამ შემდეგ ჩვეული რიტმით მიჰყვე ცხოვრებას. სტატუსი მხოლოდ სტატუსად რჩება, ანუ არც მე ვარ დედამთილი და არც ის რძალი. ჩვენ ვართ ძალიან დიდი მეგობრები და მადლიერი ვარ განგების, რომ ასეთი კარგი ადამიანი შემახვედრა და ახალი მეგობარი შემძინა…“
ნინო ლეჟავა: „მარტო საქართველოში შეიძლება, ოთხგან მუშაობდე და მაინც ვალი გქონდეს…“