LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლეჟავა: „არ ვაქილიკებ იმას, ვისაც მოსწონს, მაგრამ ვერ ვიტან ბოტოქსს, არასდროს გავიკეთებ!..“

153
ნინო ლეჟავა

მსახიობი ნინო ლეჟავა ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ გარეგნობაზე ზრუნვას ამ ბოლო პერიოდში უთმობს ყურადღებას:

„ამ ბოლო დროს დავიწყე გარეგნობაზე ზრუნვა და ახლა ვფიქრობ, ნეტავ, მეცა პატივი საკუთარი თავისთვის-მეთქი. თუმცა ამშინ ნამდვილად არ იყო ამის საშუალება და ფუფუნება. ჩემს პროფესიაში, რომელიც პურს მაჭმევს, ამას ექცევა ყურადღება. თუ მინდა, რომ ცოტა ხანს კიდევ ვიყო საჭირო ეკრანსა თუ სცენაზე, ნამდვილად უნდა მოვახერხო და ცოტ-ცოტა მაინც მივხედო თავს. ვერ ვიტან ბოტოქსს, ეს ჩემთვის კატასტროფულად მიუღებელია და არასდროს გავიკეთებ. არ ვაქილიკებ იმას, ვისაც მოსწონს, მხოლოდ ჩემს თავზე ვსაუბრობ. მიმაცნია, რომ რაღაცები მე არ მომიხდება, მაგრამ არის პროცედურები, რომელიც ძალიან საჭირო მგონია. შიგადაშიგ ვცდილობ, პლაზმოლიფტინგი გავიკეთო, ის ძალიან აახალგაზრდავებს კანს. სხვადასხვა ნიღაბს კი სახლში ვიკეთებ. ძალიან კარგია ბიორევიტალიზაცია და ვცდილობ, წელიწადში ერთხელ მაინც გავიკეთო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები