LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლაცაბიძე: რუსთავისთვის ახალი გამოწვევაა, რომ საკრებულოში არ გვყავს უმრავლესობა, მაგრამ არ ვუშინდებით

150
ნინო ლაცაბიძე

„ნამდვილად რუსთავისთვის არის ახალი გამოწვევა, რომ საკრებულოში არ გვყავს უმრავლესობა და ჩემთვისაც უფრო კარგი იქნებოდა, რომ ეს უმრავლესობა გვყოლოდა, მაგრამ არ ვუშინდებით,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამაში სანერვიულო არაფერი არ არის და ამ გამოწვევას მისი გუნდი დაძლევს.

„პირიქით, ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს ოპოზიციურ პარტიებს და იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ოპოზიციური ხმებით წარმოდგენილი საკრებულოში, აკეთონ საქმე, საქმის კეთებაზე გადავიდეთ. აქამდე თუ იყო მხოლოდ კრიტიკა, ახლა ეძლევათ შესაძლებლობა აკეთონ საქმე და ჩაერთონ ქალაქის განვითარებაში და საკუთარი წვლილი შეიტანონ,“ – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მეორე ტურში ღირსეულ გამარჯვებას ელოდებოდა.

„რუსთავში, გუშინ გაიმარჯვა მეგობრობამ, გაიმარჯვა ღირსებამ, ერთიანობამ და სურვილმა, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს უკეთესი. მე დარწმუნებული ვარ, თითოეულ პროექტს, ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, წარმატებით განვახორციელებთ. რა თქმა უნდა, ველოდით ღირსეულ გამარჯვებას და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდით როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურის განმავლობაში.

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ რუსთაველს, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ გამომიცხადეს. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ღირსეული შრომისთვის და გვერდში დგომისთვის.

იცით, რომ საკრებულოში არ გვაქვს უმრავლესობა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევა, რაზეც უნდა ვიმუშაოთ და რუსთავმა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ხმა მივცეთ და მხარი დავუჭიროთ ქალაქის განვითარებას“, – დასძინა ნინო ლაცაბიძემ.

კობახიძე: უმრავლესობა თითქმის ყველა საკრებულოში გვაქვს – რამდენიმეში, სადაც „ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები