კომპანია „სარაჯიშვილი“ აქვეყნებს ახალი ვიდეორგოლის გადაღებების ფოტოსესიას, სადაც კლიპის მონაწილე მსახიობები არიან წარმოდგენილები. ერთ-ერთ მთავარ როლშია ცნობილი მსახიობი, ნინო კასრაძე, რომელმაც გარდა შესრულებისა, თავი ამჯერად ღრმა დეკოლტეს მქონე შავი კაბითაც დაგვამახსოვრა. კაბის ავტორი დიზაინერი ქეთი ხერხეულიძე გახლავთ, რომელიც ბრენდ „მუზარადის“ დამფუძნებელია.