ცნობილი მსახიობი, ნინო კასრაძე „რუსთავი 2“-თან თბილისში დღეს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს:
„მე არ მჯერა, რომ უჭირდეს ჰომოსექსუალს, ტრანსგენდერს ან ნებისმიერი თემის წარმომადგენელს და ადამიანმა ჩაუაროს ისე, რომ არ დაეხმაროს ამ ადამიანს. როდესაც ვიკრიბებით, ნუ დაგვავიწყდება, რომ როდესაც ერთი ერთზე ვხვდებით ასეთ ადამიანს და მას უჭირს, ძალიან გულმოწყალეა ქართველი ადამიანი.”