LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კასრაძე: „მამაკაცი რომ ქალმა მოიტაცოს, იცხოვრებს მასთან ერთად ძალით? არა? მაშინ ქალმა რატომ უნდა იცხოვროს?“

638
ninokasradzenews

მსახიობმა ნინო კასრაძემ დათო გორგილაძესთან ინტერვიუში საინტერესო თემა გაშალა, რომელიც საქართველოში ქალის ქორწინების მიზნით ძალით მოტაცებას ეხება და დაუსვა გადაღებაზე მყოფ წამყვანსა და მამაკაც ოპერატორებს, თუ დარჩებოდნენ ისეთ ქალთან, რომელიც მათ ძალით მოიტაცებდა:

„ვერ წარმოგიდგენიათ, რამდენი ქალი ჰყვება პირად საუბრებში, რომ მოიტაცეს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. დათო, ვიღაც ქალმა რომ მოგიტაცოთ და მასთან ძალით უნდა იცხოვროთ, იცხოვრებთ? არა? არც თქვენ? რატომ უნდა იცხოვროთ? და ქალმა რატომ უნდა იცხოვროს? იცით, რომ ჩვენი თაობის ქალებს შორის ხშირია ეს პრობლემა… სამჯერ მოიტაცა ერთი ქალი და ბოლოს მასთან დარჩა, მაგრამ არ არის ბედნიერი. ერთი წუთით შეატრიალეთ. თქვენი შვილებისთვის ხომ არ გინდათ ასეთი მომავალი? 60-70% ასე ცხოვრობდა…“

როგორც დათო გორგილაძემ დასძინა, ეს პრობლემა ახლაც დგას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები