ტელეკომპანია “კავკასიის” ანგარიშებს ინკასო დაედო. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეკომპანია კავკასიის დამფუძნებელი და დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.
“აჰა, მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – იმედს, რუსთავს და მაესტროს ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის მგონი რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია,”-წერს სოციალურ ქსელში ნინო ჯანგირაშვილი.
https://www.facebook.com/njangirashvili/posts/10206291348238820
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიების: ტვ პირველის, კვაკასიისა და რუსთავი 2-ის ანგარიშებს ინკასო დაედოთ. ინკასო ტელევიზიებს ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ დაედოთ. ამის შესახებ ინფორმაცია ახლახანს გახდა ცნობილი.
მიმდინარე დავალიანებების გამო შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას მიმართა. ფინანსთა სამინისტრომ ერთდღიანი ვადა ტელეკომპანიებს გუშინ მისცა.
რუსთავი 2-ის, ტვ პირველის და კავკასიის ანგარიშებს ინკასო დაედო