LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გოგუაძე: პარტია „დროა“ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაში

82
BeFunky-collage (9)

„ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაში, მივიღებთ მონაწილეობას ყველა არაძალადობრივ აქციაში. როგორც კოალიციის წევრები, კოალიციის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ, კოალიციასთან ერთად, დავგეგმავთ სხვადასხვა საპროტესტო აქციებს,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ერთ-ერთმა წევრმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.

გარდა ამისა, გოგუაძემ მისი თანაგუნდელის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მათი მოძრაობის გეგმების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს და საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებას ააცილოს.

„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პატიმარი სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უფრო კრიტიკული ხდება, ამასთან ერთად შიმშილობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, იგი იღებს მხოლოდ წყალს, უარს ამბობს გადასხმაზე და არ იღებს არანაირ მედიკამენტებს. ელენეს მოთხოვნა არის ერთადერთი, ხელისუფლებამ გადადგას კანონიერი ნაბიჯი, სააკაშვილი გადაიყვანოს მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება დაცული.

თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ელენე ხოშტარია შეწყვეტს შიმშილობას. ამასთან ერთად, ელენეს მიზანია, ხელისუფლებამ გამოიჩინოს გონიერება და საზოგადოება ააცილოს იმ უმწვავეს დაპირისპირებას საითკენაც მივექანებით, ისედაც უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში.

რაც შეეხება პარტია „დროას“, ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაში, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა არაძალადობრივ აქციაში. როგორც კოალიციის წევრები, მივიღებთ კოალიციის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას, დავგეგმავთ კოალიციასთან ერთად სხვადასხვა საპროტესტო აქციებს, ასევე „დროა“ ჩაატარებს ყოველდღიურად ან არაყოველდღიურად, მაგრამ ხშირად, საკუთარ აქციებს.

გვინდა მივმართოთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, დროა მან ხმა ამოიღოს, დაეხმაროს ექიმების რეკომენდაციის შესრულებას, გამოხატოს პირადი აზრი, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პირადად დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ცინიზმზე, რასაც ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ სჩადის,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსნებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები