LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო გაჩეჩილაძე: “დღეს “ჩცდ” იუბილარია, სერიალის დაწყებიდან უკვე ათი წელი გავიდა!”

809
260988450-152461877105110-6114327549148115269-n (1)

ცნობილი ქართული ტელესერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” უკვე 10 წელია ეთერში გადის.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე წერს.

“მეგობრებო! დღეს “ჩცდ” იუბილარია, სერიალის დაწყებიდან უკვე ათი წელი გავიდა!(არ მჯერა ოღონდ) მართლა გუშინდელი დღესავით მახსოვს 1 სერიის გადაღების დღე, რომელიც თავისი ფერადოვნებისა და ვნებათაღელვის გამო ალბათ არასოდეს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან. ხშირად მეკითხებიან ხოლმე ჟურნალისტები – რა არის შენთვის ეს სერიალიო და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთი დიდი და მეგობრული ოჯახი, სადაც ყველას ერთმანეთის უსიტყვოდ ესმის, ერთმანეთის ცუდი წყინს და კარგი უხარია! ჩვენ ყველას ერთი სერთო მიზანი გვამოძრავებს- ყოველ შაბათ-კვირას გაჩუქოთ სერიალი, რომელიც უკვე დიდი ხანია შეიყვარეთ და რომელსაც ყოველი კვირის ბოლოს, ვიცი, დიდი ინტერესით ელოდებით. ამასობაში კი, ჩვენ უკვე 10 წლის ვართ! არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სერიალი, მაგრამ გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო 10 წელი და ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მასში მონაწილეობისათვის: რეჟისორებს, სცენარისტს, პროდიუსერებს, მსახიობებს, სტაფის წევრებს და რა თქმა უნდა, მაყურებელს, რომელიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია,”-წერს ნინო გაჩეჩილაძე და ფოტოებს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები