ყველაზე პოპულარული სერიალის მეთხუთმეტე სეზონი დასრულდა. უკვე დაანონსდა, რომ “ჩემი ცოლის დაქალების” ახალ სეზონს არა „რუსთავი 2-ზე“, არამედ ახალ არხზე ვიხილავთ.
"მათთან გატარებული ყოველი დღე იყო ნამდვილი შემოქმედებითი ზეიმი"
„გთხოვთ, არ დაიშალოთ, თქვენ ყველაფერი გამოგივათ“ - დავით კვირცხალია ჩდც-ს გუნდს მიმართავს
ჩემი ცოლის დაქალების პროდიუსერი განცხადებას ავრცელებს
ახალ სეზონამდე, მსახიობები მაყურებლებს და გადამღებ ჯგუფს მადლობას უხდიან და მომავალ სეზონამდე ემშვიდობებიან. მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც სერიალში ცნობილი კატოა ამბობს, რომ ისინი დაბრუნდებიან “ახალი სეზონით და ახალ არხზე”.
“დასრულდა “ჩცდ”-ს მე-15 სეზონი, ყველას დიდი მადლობა მინდა ვუთხრა: გადამღები ჯგუფიდან დაწყებული ერთგული მაყურებლით დამთავრებული. ❤? ჩვენ დავბრუნდებით! ახალი სეზონით, ახალ არხზე!!!” – წერს ნინო გაჩეჩილაძე.