„როგორ დავემდურო ბედს“, ზურაბ ბოკუჩავას ეს ცნობილი სიმღერა ნინო ძოწენიძემ ახალი ვერსიით შეასრულა და მასზე გადაღებული კლიპი ახლახან „სხვა რაკურსის“ მაყურებელს წარუდგინა, შემდეგომ კი „იუთუბზე“ გააზიარა. კლიპი „გიგა ფროდაქშენსმა“ გადაიღო.
კლიპის გამოსვლის შემდეგ ნინომ მაყურებელს მიმართა:
„პირველ რიგში, მადლობა ჩემს შვილს სანდროს, რომელიც ძლივს დავითანხმე კლიპში მონაწილეობაზე და ჩემი დიდი სურვილია ყველა დედას ჰქონდეს ისეთი პირობები საქართველოში, რომ არ მოუწიოთ ქვეყნიდან წასვლა, რა თქმა უნდა ისევ შვილების გამო, ისინი ჩემთვის ნამდვილი გმირები არიან და ქედს ვიხრი მათ წინაშე.
დიდი მადლობა ზურაბ ბოკუჩავას, მერი ბარნაბიშვილს, ზურაბ ნიჟარაძეს, ამ ლამაზი სიმღერის შექმნისთვის. ასევე მადლობა ნიკო ჩარკვიანს, გუჯა მარდალეიშვილს, რამაზ გუნავას, კობა მესხიას, ბენი ქადაგიძეს, მარიკა ქურდუბაძეს და გიგას სტუდიას❤❤❤❤❤რომ არა ეს ხალხი, მე ამ ყველაფერს, მარტო ვერ შევძლებდი“.
როგროც ნინო ძოწენიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მან სიმღერა კომპოზიტორს მოასმენინა და მისგან დადებითი ემოციები და შეფასებები დაიმსახურა.