LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ძოწენიძე ქმრის, გიგა კუხიანიძის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს: „იცით, რაზე მიპასუხეთ? ვინ გაიმარჯვა 3-ჯერ საბავშვო ევროვიზიაზე და ვინ ჩამოვიდა ყოველთვის დამსახურებულად?!“

455
page

კომპოზიტორ გიგა კუხიანიძის მეუღლე, მომღერალი ნინო ძოწენიძე მეორე ნახევრის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს.

ნინო ეხმიანება იმ კრიტიკასა და ლანძღვას, რომელიც ირუ ხეჩანოვის „ვოისში“ გამარჯვებას მოჰყვა.

ირუს მენტორი და პროდიუსერი წლებია, გიგა კუხიანიძეა.

სწორედ ის დაუწერს ირუს სიმღერას, რომელსაც საქართველოს წარმომადგენელი „ევროვიზიაზე“ შეასრულებს.

ნინო ძოწენიძე წერს:

„უამრავი უსამართლო სტატუსი მხვდება და ვეღარ მოვითმინე… გიგა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია და ყველაზე მეტად მე ვიცი, რამხელა შრომის შედეგად მიაღწია, რასაც მიაღწია… მე მასზე მშრომელი და საქმეზე თავშეწირული ადამიანი არ მინახავს. ის 17 წლის პატარა ბიჭი იყო, ამ ქალაქში რომ ჩამოვიდა და ჯიბეში ზუსტად 20 ლარი ედო… ღამეებს კუბიკებზე მძინარეს ატარებდა.. იშრომა, იბრძოლა, იშიმშილა და როცა ცოტა ფეხზე დადგა, მერე მეც წამომიყვანა, რადგან სულ მეუბნებოდა, შენ აქ უნდა იყო და აქ უნდა იმღეროო, ის ჩემზე და არამარტო ჩემზე, ყველა ქუთათურზე  ზრუნავდა და თითქმის ყველა, ვისაც სახლი არ ჰქონდა, მასთან ცხოვრობდა.

იცით, რაზე მიპასუხეთ? ვინ გაიმარჯვა 3-ჯერ საბავშვო ევროვიზიაზე და ვინ ჩამოვიდა ყოველთვის დამსახურებულად?!  მას უყვარს ეს პროექტი და ბევრისგან განსხვავებით, არ ამბობს, რომ ეგოიმება… ის და მთელი მისი ჯგუფი მთელი არსებით არიან მონუსხული ამ პროექტით და შედეგსაც აღწევენ. იცით, რატომ?! იმიტომ, რომ უყვართ ეს პროექტი.

„ვოისში“ ძალიან ბევრი უნიკალური მომღერალი აღმოვაჩინე და მე მართლა გულით ვუსურვებ ამ მაგარ ბავშვებს გამარჯვებას ცხოვრებაში.  ირუს, რა თქმა უნდა, ვუსურვებ წარმატებას, იმიტომ, რომ ის ჩემი ქმრის პროექტია და საოცრად მშრომელი და ნიჭიერი გოგონაა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები