„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს წერს რუსების შესახებ, რომელთაც უკრაინის პასპორტები აქვთ და საქართველოში ლტოლვილის სტატუსით შემოდიან.
„სასტუმროში, სადაც 24 თებერვლიდან უკრაინელები ცხოვრებენ, რომლებსაც ვეხმარები, რამდენიმე დღის წინ შეასახლეს მარიუპოლიდან ჩამოსული ასამდე ადამიანი.
სიტყვა მარიუპოლზე ყველას ერთი ასოციაცია გვაქვს – ყველაზე საშინელ ბრძოლებს გამოქცეული ადამიანები.
შევაგროვე რაღაც ნივთები დღეს, წავიღე და ადგილზე დამხვდა სურათი, რომელმაც შოკში ჩამაგდო და ვფიქრობ, ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან ბევრი წერს მათზე, ბევრი აგროვებს დახმარებას, აგროვებენ ფულსაც და ვფიქრობ ყველამ უნდა იცოდეს ვინ არიან ისინი. მე კონკრეტულად ამ სასტუმროზე მოვყვები, სადაც ვიყავი და გთხოვთ სხვაგანაც გაითვალისწინეთ. რომ მიხვალთ ჯერ გაესაუბრეთ, გაიცანით ეს ადამიანები, რადგან შეიძლება თქვენი დახმარება მიიღოს პუტინისტ, შოვინისტ და რუსული აგრესიის გამპრავებელმა ფაშისტმა ღორმა.
ეს ხალხი წამოვიდა ყირიმიდან. ეს ჩანს მათი მანქანების ნომრებითაც. სასტუმროს ეზო გადავსებულია ძვირიანი ჯიპებით. ჩამოსული არიან კაცებიც თავისი ცოლ-შვილით. წამოიღეს ფულიც, პირველადი ნივთები. გაემზადნენ და რუსეთის გავლით შემოვიდნენ აქ ლარსიდან. ასე ჯგუფურად ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგან იციან, რომ აქ უფასოდ დააბინავებენ, აჭმევენ.
ახლა გეტყვით, სინამდვილეში ვინ არიან. ღიად გამოხატავენ პუტინის მხარდაჭერას. სჯერათ და ლოცულობენ, რომ მალე კადიროვის რაზმი ბოლოს მოუღებს აზოვის ბატალიონს. პირველივე დღეს სასტუმროში, უკვე 1 თვე მცხოვრებ უკრაინელებს, ღიად დაუპირისპირდნენ და პირში ეუბნებიან, რომ ზელენსკიმ დაგღუპათ, პუტინი გადაგარჩენთ, ვინც იბრძვის, თქვენები ყველა ნაცისტები არიანო. მოხდა ხელჩართული ჩხუბი. ძლივს გააშველეს. კაცებიც, ქალებიც, ყველა დაერია ერთმანეთს. დილას საუზმეზე რომ ჩადიან, ან სადილზე, სასადილოში ერთად ვეღარ ჩერდებიან და ეს უკრაინელი ქალი მეუბნება, ვიცდით, რომ ეგენი ყველა გამოვიდნენ სასადილოდან და მერე შევდივართ და ვჭამთ ნარჩენებს, ოღონდაც გვერდიგვერდ არ ვისხდეთო.
მისვლამდე დავურეკე და ვკითხე, პატარა ბავშვიანიც თუა ვინმე, რა სჭირდება რომ წამოვუღო-მეთქი. გვერდზე ნომერში მეზობელს დაუკაკუნა – პატარა ბავშვი გყავთ და რამეს თუ დამაბარებთ გადავცემ და მოგიტანენო. ქალმა დაუწყო კივილი – მოშორდი აქედან, ბანდეროვსკაია ტი სუკაო.
ქალი დამხვდა აკანკალებული, რომ მიყვებოდა ეტირებოდა – როგორ გვიჭირს მათ გვერდზე ყოფნა. რატომ რუსეთში არ წავიდნენ, აქ რატომ ჩამოდიანო.
იცით, როგორი „ნაგლი როჟები“ და ღორები არიან? – ერთ-ერთ ჯიმში უკრაინელებისთვის აქციაა, უფასოდ დაუთმეს კალათბურთის დარბაზი. ითამაშეთ, განიტვირთეთ, ბავშვებს მწვრთნელიც ეყოლებათო. მშობლებს უთხრეს, მანამდე საუნა ან აუზი თუ გინდათ შედითო. ამ ბიდლოს კი მასაჟიც მოუთხოვიათ და როცა უთხრეს, ეს არ შედის შეთავაზებაშიო, სკანდალი ასწიეს – ჩვენ გვითხრეს, ეს ცენტრი უფასოდ ემსახურება უკრაინელებს და სად წერია, აბა, რომ ცურვა შეიძლება და მასაჟი და სპა არა. ჩვენ მასაჟი გვინდაო ?♀️
ხალხო, ვინ შემოდის ქვეყანაში, ვის ვაცხოვრებთ და ვაჭმევთ მუქთად, ეგ ცალკე სადარდებელია. ეს ხალხი აქ როგორ მოიქცევა და სიტუაციის გამწვავებისას რას გააკეთებენ, თავისიანებს რა ინფორმაციას მიაწვდიან, ამაზე ფიქრიც არ მინდა. ყირიმელი და მარიუპოლელი თუ ასეთია, რომელსაც უკრაინის პასპორტი აქვს, წარმოიდგინეთ, რუსეთის 15 ათასი მოქალაქე რომ გვყავს შემოსული, ისინი რაღა იქნებიან?!
ამდენი ადამიანია, ვინც დახმარებას აგროვებთ, ფულს ურიცხავთ, გთხოვთ – ჯერ გაიცანით, გაესაუბრეთ, სათითაოდ დაელაპარაკეთ. იმაზეც გული მიკვდება, შარდენზე რომ წითელი ხალიჩებით დახვდნენ და რუსული სიმღერებია ყველგან ჩართული. გეხვეწებით ფულს, ჩუსტებს და ჩურჩხელას მაინც ნუ მივუტანთ, რა. კარგად გაიკითხეთ, სანამ ვინმეს დაეხმარებით, ჯერ გაიცანით და მათი ისტორიები მოისმინეთ“.