ჟურნალი „სარკე“ დღევანდელ ნომერში აქვეყნებს ინტერვიუს, სადაც ტელეწამყვანი ნინო დარასელი დედისა და დეიდის, რუსუდან და მაია რჩეულიშვილების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათთან ციხეში სანახავად არ მისულა.
ნინო დარასელი:
უკვე მესამე წელია, რუსო და მაია არ მინახავს. მაიას, სამწუხაროდ, მხოლოდ ვახოს პანაშვიდებზე შევხვდი. შემიძლია, მაგრამ არ ვნახულობ. ამით ვიცავ თავს, რომ რეალობა, რომელიც მათ ირგვლივ შეიქმნა, არ ვნახო. ძალიან გამიჭირდება მათი გისოსებს მიღმა ნახვა და უბრალოდ, თავს ვიტყუებ, რომ სადღაც შორს არიან.
დამიჯერებთ, რომ არ ყოფილა შემთხვევა, დაერეკოთ (არადა, ყოველდღე ველაპარაკები) და ერთხელ მაინც რამეზე დაეჩივლოთ? თუნდაც ეთქვათ, გუშინ თავი მტკიოდაო. ასეთი რამ არც წამოსცდენიათ. მე კი აქედან ვეწუწუნები ხოლმე…