LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო დარასელი: “როდესაც ქართველი ჰარი პოტერები და ჰერმიონა გრეინჯერები გაიზრდებიან, ჩაერთვებიან ქვეყნის ამბავში და ხმას მისცემენ, მაშინ გვეშველება ჩვენც და სამშობლოსაც”

128
BeFunky-collage (1)

“როდესაც ქართველი ჰარი პოტერები და ჰერმიონა გრეინჯერები გაიზრდებიან, ჩაერთვებიან ქვეყნის ამბავში და ხმას მისცემენ, ა მაშინ გვეშველება ჩვენც და სამშობლოსაც,” – ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ნინო დარასელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დარასელი აღნიშნავს, ახალ თაობას, მათ შორის მის შვილს მარიტას, სათვალე უკეთიათ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ მხედველობის სათვალე არ სჭირდებათ, მოსწონთ კითხვისაგან თვალებგადაღლილი, სწავლისათვის მოწადინებული ბავშვები და ამ როლში ყოფნაც იზიდავთ.

ნინო დარასელი აღნიშნავს, რომ იმედს სწორედ ასეთ თაობაში ხედავს.

“ერთხელ ერთმა ცნობილმა ქართველმა ქალბატონმა, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, წამყვანის კითხვა, ნიჭიერთა ათწლედში ვინმე ხომ არ მოგწონდათო, საშინლად იუარა: ვინ უნდა მომწონებოდა, იქ ბიჭები ძირითადად ,,სკრიპაჩები” იყვნენო.

ჩემთვის მისი ეს პასუხი დიაგნოზი იყო, თუმცა აბსოლუტურად გასაგები

მის თაობაში ,,სკრიპაჩი”, ვერ იყო ,,კაი ბიჭი” და შესაბამისად პოპულარობითაც ვერ სარგებლობდა.

,,სკრიპაჩები”,,აჩკარიკები” და ,,ზნაიკები”არ მოგვწონდა, ვყვარობდით ,,ნიზნაიკებს”

ჰოდა წელს, ჩემს 13 წლის გოგოსთან და მათ თანატოლებთან ერთად მომიწია დიდხანს ყოფნამ ინგლისში. თვალში მომხვდა, რომ უმეტესობა ბავშვებს სათვალე უკეთიათ. მათ შორის მარიტასაც, რომელსაც არც თვალში აკლია და შესაბამისად არც გამოწერილი აქვს, ვერ მოვახსნევინე სათვალე, მზის კი არა, ისე აჩკარიკული. მერე დავნებდი, რადგან მივხვდი ტრენდს.

მოსწონს ახალ თაობას ნასწავლი, კითხვისაგან თვალებგადაღლილი, სწავლისათვის მოწადინებული ბავშვები და თუ არ სჭირდებათ, მაინც ამ როლში ყოფნაც.

ფაქტია, ჰარი პოტერის თაობას ” კაი ბიჭის” სხვა გაგება აქვს.

ჰოდა როდესაც ქართველი ჰარი პოტერები და ჰერმიონა გრეინჯერები გაიზრდებიან, ჩაერთვებიან ქვეყნის ამბავში და ხმას მისცემენ, ა მაშინ გვეშველება ჩვენც და სამშობლოსაც

წინ ზნაიკები ნიზნაიკების წინააღმდეგ” – წერს ნინო დარასელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები